aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ განაცხადა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი მოქალაქეების შვილების უსაფრთხოებისთვის.

“ეს არ არის მხოლოდ ოჯახის, ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყანაში ასეთი ფაქტები ხდება. გარდა ამისა, მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. მე არავის მივცემ უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ყველა ადამიანს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა, მას შემდგომ, რაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის მე არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენეთ, რომ 23 წლის თმარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც მთავრობის მეთაურისგან კომუნიკაცია არ ყოფილა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა აქციები დაიწყეს.

 

 

იტვირთბა....