aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: “შევდივართ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში” – მინისტრი: “ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა მთავრობას მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოუწიოს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანა გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შედის.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მაგალითად, მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან, ეს ზღვაში წვეთია. თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს. ამის პარალელურად, გასათვალისწინებელია ის, რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში. არავინ თვლის დღეს, რომ გლობალურ ეკონომიკაში კრიზისიდან გამოსავალს ვინმე იპოვის წლის ბოლომდე ან თუნდაც მომავალი წლისთვის. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. მთავრობის პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს, ოჯახებს იმისთვის, რომ სოციალურად შედარებით შევინარჩუნოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები მიჩვეულები არიან. ვინ არიან დღეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები? – რა თქმა უნდა, ბავშვები, ამიტომ მიზნობრივად უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა იყო შეუძლებელი. რა გგონიათ, ეს მარტო ერთ დღეში გადავწყვიტეთ? – ეს გადავწყიტეთ საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ, იმ მწირი რესურსის გათვლით,

სამართლიანი და გონივრული გადანაწილების გზით მივედით იქ, სადაც მივედით. ჩვენ რომ არ გვქონოდა stop.cov ფონდი, ამას ვერ გავაკეთებდით, ვერ დავეხმარებოდით ასეთი რაოდენობით ბავშვებს.

წლის ბოლომდე თუ ასე გაგრძელდა, მერწმუნეთ, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს. ერთია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური ჯგუფების მიზნობრივ დახმარებაზე, მაგალითად, ტურიზმში დასაქმებულების, გიდების და ა.შ. არა, ეს დრო გავიდა. ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება“, – განაცხადა გახარიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, 21 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, პირველი 6 თვის განმავლობაში კი ეკონომიკის 5.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

იტვირთბა....