მთავარი ციტატა

“არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილი სახლიდან ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა”- ბაჩალიაშვილის დედა

“არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილი გატყუებული არის ბაჩანა ლობჟანიძის მიერ. ეს ეჭვი გამიჩნდა, რამდენიც გავესაუბრე და მის ინტერვიუებს მოვუსმინე. აგერ კილაძეს უდევს, რომ შეყვარებული გარდაცვლილი გყავდა და ის მეგობრებთან ქეიფობდა. რომელი ჭკუადმყოფელი მოიქცეოდა ასე. ასე, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შსს-მ მიაგზავნა ლობჟანიძე, რომ ჩემი შვილი სახლიდან გაეტყუებინა”.

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ამის შესახებ თეონათამაზაშვილმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, დაკრძალვის დღეს ბიძაშვილებთან ერთად ქეიფობდა.

 

იტვირთბა....