გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ. ამის შესახებ ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
უწყებასთან განცხადება 6 აგვისტოს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, “რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში”, ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.