ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ხვალ მივა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ლობჟანიძემ განუცხადა.
ლობჟანიძის თქმით, ის უწყებაში დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად ხვალ, 10:00 საათზე მივა. მისვე განმარტებით, დღეს მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა.