„არ მჯერა მე მათი! ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის სარწმუნო, იქნებ ისიც ნახეს ინტერნეტში, რომ თეთრიწყაროს რაიონში უფრო ადვილი იყო სიკვდილი და სხვაგან არა?დღეს ვიყავი იმ ჭელიძესთან შეხვედრაზე და ვუთხარი კიდეც, ბავშვი სახლში მოსვენებული არ იყო და წერილი, მედიკამენტები მაშინვე იპოვეთ, ასევე ფსიქოლოგი და მკვლელი ვერ იპოვეთ, მაშინვე გინდოდათ თვითმკვლელობის იარლიყი მიგეკერებინათ-მეთქი. ისევ თავიდან აამოქმედეს ეს ყველაფერი, რადგან საქმეში FBI-ის ჩართულობა მოვითხოვეთ.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ამის შესახებ თამაზაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ცნობისთვის, შსს-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, “რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში”, ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.