ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაუჩინარების წინა დღეს GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ერთმანეთს ემთხვევა – შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

“ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

ასევე, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თამარ ბაჩალიაშილი ვიკიპედიაში თვითმკვლელობის მეთოდებთან დაკავშირებით ინფორმაციას კითხულობდა.

იტვირთბა....