ახალი ამბები მთავარი ციტატა

“როგორც ჩანს, სააკაშვილს სამი “არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს, – ორი უკვე აქვს” – თალაკვაძე

“როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სამი „არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს და დატოვოს კონკურსი, – ორი უკვე აქვს. მას ორი „არა” უკვე აქვს მიღებული 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მესამე „არას” მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა ოპოზიციური პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე, კრძალავს დემოკრატიული და პარტიების საქმიანობის პრინციპები.”

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადებით თალაკვაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

იტვირთბა....