“კოკაინის დედოფალი ანასტასია ზაუტაშვილი თავისუფალია. 30 წელი ჰქონდა მისჯილი ! ვინც არ იცის,გეტყვით რომ ის ბესელიას ციხიდან ემუქრებოდა,გამიყვანე თუ არა,ყველაფერს ვიტყვიო-დაუნიშნეს ადვოკატად მირიან ნიკოლაძე,რომელმაც უზრუნველყო ზაუტაშვილის სიმშვიდე.(სიჩუმეც) იმდენად ფასდაუდებელი სამსახური გაწია ქოცვაჭარმა ბიძამ შაქარას მკვლელობის ჩაფარცხვის საქმეს,ანასტასია ზაუტაშვილი სამაჯურით აჩუქეს ! პოლიტპატიმრად გამოაცხადეთ და ეგაა !”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილი 4 ადამიანთან ერთად, 2010 წელს, კოლუმბიიდან დიდი რაოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს და 30 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
2012 წლის ამნისტიით კი ზაუტაშვილს სასჯელის ვადა 12 წლამდე შეუმცირდა. ციხიდან ის 2022 წელს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი, რომ ზაუტაშვილმა ციხე სპეციალური სამაჯურით, ვადაზე ადრე დატოვა.