ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დაბნეულობა ეტყობოდა და დაზეპირებულ ფრაზებს ამბობდა. ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, ეს სხვა ბაჩანაა” – ბაჩალიაშვილის დედა

“არა მგონია ეს ის პირი იყოს, ვინც ჩვენი ადვოკატის ნდობით სარგებლობდა და თამარის კომპიუტერის გახსნას ესწრებოდა. გასარკვევია ესეც და კიდევ ბევრი რამე. ეს ბიჭი თამარის დაკრძალვის დღეს გამოჩნდა. მხოლოდ ერთხელ იყო სახლში იმ დღეს. მაშინ ის ჩემმა ბიძაშვილმა გამაცნო, სასაფლაოდან სახლამდე დაემგზავრა თუ რაღაც მსგავსი მითხრეს. მერე ფეისბუქზე დამიმატა. ინტერვიუ რაც ვნახე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ჩემს შვილს საერთოდ არ იცნობდა. მოგზავნილია. დაბნეულობა ეტყობოდა და დაზეპირებულ ფრაზებს ამბობდა. ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ეს სხვა ბაჩანაა. არის კიდევ ერთი ბაჩანა ოზურგეთელი, რომელიც ვითომ ჩემი შვილის შეყვარებული იყო. ესეც და ისიც ორივე გამოგონილი ჭორი მგონია.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ამის შესახებ მან “ფორტუნასთან” განაცხადა. 

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელი­სო კი­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს ვი­დეო-ინ­ტერ­ვი­უს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ გარდაცვლილი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....