ციტატა

“რომ გავიგე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და… რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია?”- თოფაძე ბუსა ჟვანიას პატიმრობაზე

“რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია და რა­ზეც ორ­ჯერ მო­მა­წე­რი­ნეს ხელი?  ვიც­ნობ დედა­მისს, კარგი ქა­ლია, ტი­რის, მაგ­რამ რა ვქნა? მე რაც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ის არ ითვა­ლის­წი­ნებს 15 წელს, მაქ­სი­მუმ 3 თუ 4 წელს. ვნა­ხავ იმ ქალ­ბა­ტონს, ავუხ­სნი ყვე­ლა­ფერს და რაც შემიძლია მხარს და­ვუ­ჭერ, მე­ცო­დე­ბა… ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სა­დღაც მე­ნა­ხა, იქ­ნე­ბა მო­მეკ­ლა კი­დეც, მაგ­რამ ახლა ლევანი უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა და სი­ფი­ცხემ გა­და­მი­ა­რა. რომ გავიგე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო, ის ბიჭი და დე­და­მი­სი. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, არ წა­ვალ ამა­ზე თა­ნახ­მა.”

გოგი თოფაძე –  ბიზნესმენი

აღნისნულიტ თოფაძე ბუსა ჟვანიასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

ბიზნესმენი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან, ნინო ქადაგიძესთან შეხვედრას აპირებს.

ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

იტვირთბა....