ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მომხდარ ფაქტზე ბუსა ჟვანიას ოფიციალურად წარუდგინეს. მას ბრალი პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.