“მე მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და რაღაც დროით მოუწია საცობში დგომა. მეც გადავაადგილდები ქალაქში და თქვენს ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის. მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი და ჩვენ არ ვებრძვით კერძო ავტომობილებს, ამ რეფორმით ყველას გადაუნაწილდება მიმართულებები.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
შეგახსენებეთ, რომ 1-ლი აგვისტოდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა სპეციალურ ზოლში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა.