ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას ადვოკატი სასამართლოს 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ჟვანიას სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს.
ბრალდების მხარე კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.