ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, რომელიც გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრაში არის ბრალდებული, სამართალდამცავებმა ხეჩინაშვილის კლინიკიდან წაიყვანეს.
ბრალდებულმა კლინიკა კომენტარის გარეშე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.