“ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს, დეტალურად მოვუყევი ყველაფერი, რაც ხდება. ძალიან წუხან. იმედი მოგვცეს, რომ რაც შეუძლიათ დაგვეხმარებიან, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს. თუ სახელმწიფო FBI-ის ჩართვაში წინააღმდეგი წავა, თავის თავს დაღუპავს.”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჟურნალისტებთან განაცხადა, შსს-ში „ზღაპრებს ყვებიან”, თუმცა, ის ხვალ უწყებაში მისვლას მაინც გეგმავს.
„შსს-ში მისვლის აზრი? ზღაპრებს ყვებიან, მოწმეებს აქრობენ.”
დღეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს და საქმეში FBI-ის ჩართვა მოითხოვეს.