ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც მერაბიშვილი წერს, ის პატრიარქს შეხვდა და ციხეში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა.
“დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა.” – წერს მერაბიშვილი.