ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მთავარი არხის” ერთ-ერთი თანამშრომლის ბინა შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს

ნაძალადევში, “მთავარი არხის” ერთ-ერთი თანამშრომლის ბინა შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე მოხდა. მანამდე, 10 წუთით ადრე ოჯახის წევრები სახლიდან გავიდა, უკან დაბრუნებულებს ბინა გატეხილი, ძვირფასეულობა კი წაღებული დახვდათ.

გაძარცვული ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძარცველმა კარგად იცოდა, როდის არ იყვნენ ისინი სახლში და რომ სახლში ახალხანს ლომბარდიდან გამოტანილი ძვირფასეულობა ჰქონდათ. სახლის პერიმეტრზე განლაგებულია სათვალთვალო კამერები.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში ელოდებიან.

იტვირთბა....