“ბუნებრივია, დასკვნა საკმაოდ ინფორმატიული იქნება, იმ მხრივ, რომ რამდენიმე ვერსიიდან რომელი ვერსიაა გამოძიებისთვის უფრო რეალური და სარწმუნო. თუკი ჩენ გამოვრიცხავთ ამა თუ იმ გარემოებას, სად შეეძლო მიეღო დაზიანებები შაქარაშვილს, ბუნებრივია, გამოძიება ამ ვერსიას აღარ განიხილავს. რამდენი ვერსიაც დარჩება და როცა ჩვენ ვიტყვით, რა პირობებში და რა სახის საგნებით შეეძლო შაქარაშილს დაზიანებების მიღება, გამოძიებაც ამ ვერსიაზე იმუშავებს.”
ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელმა ექსპერტი
ამის შესახებ ალექსანდრე გეჯაძემ “მეტრონომთან” განაცხადა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური ექსპერტიზა უკვე მიმდინარეობს, თუმცა როდის გახდება ცნობილი საბოლოო დასკვნა, ამ ეტაპზე უცნობია. გეჯაძის განცხადებით, გამოძიებამ ექსპერტიზის ბიუროს 14 კითხვით მიმართა.