„დეშიფრაცია დასრულა. ეს პროცესი დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც არის სავალდებულო და რომლის წაკითხვის შედეგად გვეცოდინება თუ რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას პერსონალურ კომპიუტერში. ვნახავთ, გავივლით ექსპერტებთან ერთად და გვეცოდინება იყო შეღწევა თუ არა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია და აბსოლუტურად დეტალურად გვეცოდინება ყველაფერი. ხედავთ, რომ ძალიან დიდი მასალაა, საკამოდ დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს.”
მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში შევიდა.