ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) ვინ არის გოგონა, ვის გამოც ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის კონფლიქტი მოხდა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, “რუსთავი 2-მა” გაავრცელა იმ გოგოს სურათი, ვის გამოც ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის კონფლიქტი მოხდა.

როგორც ჟვანიასა და თოფაძის საერთო მეგობარი, მედიასთან ამბის დეტალებს იხსენებს, ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და.

“ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. ის და ლე­ვა­ნი­კო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ. მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და. იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი­კოს­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში“, – ამბობს მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.

იტვირთბა....