გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, დასრულდა თუ არა, კომპიუტერის ექსპერტიზა. ამის შესახებ რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე ბაჩალიაშვილის მანქანა დალუქულია.
„დღეს მქონდა გამომძიებელთან საუბარი, ეს არის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ახალი ჯგუფი, რომელიც პარასკევს შეიქმნა და რომელსაც ეს საქმე გადაეწერა. ხვალ უნდა შევხვდეთ და უნდა გავეცნო, დასასრულისკენ წავიდა, თუ დასრულდა კომპიუტერული ექსპერტიზა და უნდა გავეცნო კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნას… ავტომობილი დალუქულია. მთელი თბილისის მასშტაბით შემოვიარე ყველა შესაბამისი დაწესებულება, მინდოდა საუკეთესო დიაგნოსტიკური აპარატურა მომეძებნა, საზღვარგარეთაც მქონდა კომუნიკაცია, რომ ისეთი აპარატურა მომეძია, შემეძინა, რომელიც შეძლებდა დიაგნოსტიკა ჩატარებულიყო ამ ავტომობილზე, სამწუხაროდ, დროში ვერ ვამთხვევ ამ ყველაფერს. ვნახოთ, რა დიაგნოსტიკის აპარატს მოიტანენ ექსპერტები, რომ დავრწმუნდე რისი საშუალება ექნება და რას დავადგენ გადაადგილების თვალსაზრისით, სად იყო ბოლოს ლოკაცია, სად მოხდა ამ მანქანით გადაადგილება“, – აცხადებს რამიშვილი.