“მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა არა იმიტომ, რომ მე ვაშაძის ადვოკატი ვარ, ისიც ჩვენი კონკურენტია როგორც პარტია, მაგრამ თავისთავად, ამ ტიპის თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის. ეს არანორმალურია.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ბოკერიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიორგი ვაშაძეზე “პუტინისტური რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის კლიმატი” უწოდა.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძის მიერ ძალა ერთობაშიას დატოვება “ბნელ მხარეზე გადასვლად” შეაფასა.