ბუსა ჟვანიას ბიძის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, ბუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბუსა ჟჟვანია ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში რჩება, თუმცა მას არ აქვს მძიმე ჭრილობები მიყენებული.
„ჭრილობები მძიმე არ არის. მუცლის არეშია დაჭრილი და ამ დრომდე რჩება ხეჩინაშვილის კლინიკაში. არ ვიცი, წარუდგინეს თუ არა ბრალი და არც დაჭრის დეტალების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. გამოძიება ყველაფერს დაადგენს ვინ რა ვითარებაში და როგორ დაიჭრა, მე მასთან არ მისაუბრია“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ირკვევა რომ კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.