“ჩვენ ხელიდან უნდა გამოვტაცოთ ივანიშვილს ზუგდიდი, უნდა გამოვტაცოთ ხელიდან სამეგრელო და მთლიანად მთელი სახელმწიფო, რომელიც მას პრივატიზებული აქვს და ჯიჯგნის თავის ამალასთან ერთად. ამიტომ, მეგობრებო, მე ვარ მზად კონკურენციისთვის, მაგრამ ჩემი კონკურენტი არ იქნება არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ჩემი კონკურენტი არ იქნება არც ის ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომელ პარტიას, როდის წარმოადგენდა, მათ შორის, ზუგდიდში, ჩვენი კონკურენტი იქნება ივანიშვილი, მხოლოდ ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
ცნობისთვის, პარტიიდან ფოთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ხოლო ზუგდიდის ოლქში – გიგი უგულავა იქნება. ფოლო, ფოთში, მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ჩიქოვანი იქნება, რომელიც გიგი უგულავას კონკურენტია.