ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს არის რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური. შეცდომა ხდება, განა ნიჭიერ ადამიანებს შეცდომა არ მოსდით?!” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

“არ იყო კარგი განცხადება. საქართველოში შავ-თეთრად არა, ფერადად აზროვნებს ხალხი. არის კიდევ ხალხი, რომელსაც პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ. აქვთ კიდევ რაღაც სხვა პოზიცია. არ შეიძლება ეს მენშევიკურ-ბოლშევკური დამოკიდებულება. ეს არის რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური. შეცდომა ხდება, განა ნიჭიერ ადამიანებს შეცდომა არ მოსდით?! შორს არის ის. მართლაც შეიძლება სამშობლოდან შორს რომ ხარ რაღაცეები შავ-თეთრად ჩანდეს და მე მესმის მისი მდგომარეობა. იმისტი და ამისტი ხომ უნდა დასრულდეს საქართველოში. რა შავ-თეთრი და რა ბოლშევიკი-მენშევიკი. მან არ გააკეთა პოლიტიკოსისთვის ღირსეული განცხადება. ანუ მე ახლა თუკი ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! უდიდესი შეურაცხყოფაა, რის უფლებასაც მე არც არავის მივცემ.”

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი.

ცნობისათვის, ყოფილმა პრეზიდეტნმა, მიხეილ სააკაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყოფილი თანამებრძოლი ბნელ მხარეს გადავიდა.

იტვირთბა....