ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაჩალიაშვილის საქმეზე ამოღებულია კამერების ახალი ჩანაწერები – რა სიახლეს ელოდება ოჯახი

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, გამოძიებამ  2 აგვისტოს სოფელ ტბისის საკალმახედან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. ადგილიდან, სადაც 23 წლის ახალგაზრდა ქალის ცხედარს მიაგნეს, დაახლოებით ხუთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საკალმახე “ადმირალის” ჩანაწერების გარდა პოლიციას ამ დრომდე არც ამ ლოკაციიდან მაწევანისკენ მიმავალ გზაზე დამონტაჟებული საგზაო კამერების მასალა ამოუღია. მისი თქმით, ახალმა კადრებმა შესაძლოა მინიმუმ მეტი სიცხადე შეიტანოს გადაადგილების მარშრუტების და დროების განსაზღვრაში.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....