ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

,,მეგობრისთვის უთქვამს, ორი დღე არ შემეხმიანო” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ 23 წლის ახალგაზრდა ქალი გაუჩინარებამდე უახლოესი მეგობარი გააფრთხილა და უთხრა, რომ ორი დღის განმავლობაში არ შეხმიანებოდა. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილი “პოსტ ფაქტუმის” ანონსში განაცხადა.

,,მეგობრისთვის უთქვამს, ორი დღე არ შემეხმიანო, ძალიან ბევრი საქმე მაქვსო” – აღნიშნა ბაჩალიაშვილის დედამ.

ადგილობრივების განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის დროს სოფლებში დენი გაითიშა. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ,,ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი უკვე დაგეგმილია”.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....