2 აგვისტოს, ხულოში, სოფელ წაბლანაში საპროტესტო აქცია გაიმართა. 208 ოჯახი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილებას ითხოვს. მათი თქმით, ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.
“1989 წლის დაზარალებული მოსახლეობისთვის მთავრობამ ბათუმში კორპუსები აშენა, თუმცა საცხოვრებლად უვარგისია. პარალელურად სოფლის მცხოვრებლები ამ დრომდე მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ და ვითხოვთ ჩვენთვის განკუთვნილი კორპუსი დასრულებას, თეთრი კარკასის ჩაგვბარდეს. ასეთ სიტუაციაში 208 ოჯახი ვართ. კორპუსის მშენებლობა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე 2014 წელს დაიწყო 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. პრობლემა არც ერთი ხელისუფლების დროს არ მოგვარებულა. დაზარალებული ოჯახები კი მეწყერსაშიშ ზონაში ვრჩებით” – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათივე თქმით, „თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, დაიწყება აქციები.”