მთავარი ციტატა

“არც ახვლედიანს და არც ამირხანაშვილს არსებითად არაფერი შეუცვლიათ ჩვენებებში” – მირიან ნიკოლაძე

“არც ახვლედიანს და არც ამირხანაშვილს არსებითად არაფერი შეუცვლიათ ჩვენებებში. ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი ექსპერტიზის დასკვნა. “ტოიოტა ქამრის” მგზავრებისთვის 109-ე მუხლით ბრალდების წარდგენისთვის ყველა სახის წინაპირობა იქნება, რომ კვალიფიკაცია შეიცვალოს”

მირიან ნიკოლაძე, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი

“რუსთავი 2”

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე გაიმართა და მოსამართლემ 17-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....