“დარბიან, ალბათ, ვირთხებივით, რომ შეკერონ მასალები – მე ამას არ დავუშვებ, ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება, დამისახელონ ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, თორემ დაძრულია მთელი საქართველო”
თეონა თამაზაშვილი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა
TV პირველი
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.