დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსზე კვლევები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ჩატარდება.
„ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4 300-მდე ადამიანია გამოკვლეული. დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული.
ჯერჯერობით, დინამოს ბაზრობაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ, ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 955-ს შეადგენს.