საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
2 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 955-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6969 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.