„ავთო ბილანიშვილის, იგივე კაწროს, მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დნმ-ის ჩაბარება არის მორიგი პიარი და აბსოლუტური ბლეფი. საქმეში არსებული მასალების და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ მას არ ვედავებით იმას, რომ კაწრო იმყოფებოდა ნარეკვავში, მან მოკლა გიორგი შაქარაშვილი, ან განახორციელა დევნა, ან ფიზიკურად მონაწილეობდა რაიმე ინციდენტში. ჩვენ ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე კაწროს, ვედავებით იმას, რომ მან შექმნა ნახალოვკის ზონდერბრიგადა.”
ელისო კილაძე – „ქრონიკა პლუსის” რედაქტორი
აღნიშნულით ელისო კილაძე ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” მიერ ექსპერტიზის ბიუროში მისი დნმ-ის ჩაბარებას გამოეხმაურა.
კილაზის ტქმით, რაშიც “კაწროს” ბრალს სდებენ, ამ ჩამოთვლილი ბრალდებებთან რა კავშირშია დნმ, გაუგებარია და “დნმ-ის ზღაპრები კაწრომ და მისმა ადვოკატმა მოუყვეს იმას, ვინც ამას დაიჯერებს.”
ცნობისთვის, უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა.