“ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ იყოს კითხვები, არ იყოს გაურკვევლობა, არ იყოს სხვადასხვა ქალი ჟურნალისტის მიერ ჭორაობის დონეზე გამოთქმული ვარაუდი, რომ ავთანდილ ბილანიშვილი გარბის, ან კიდევ ვინმე ხელს აფარებს. არც პოლიციელი მფარველობს „კაწროს“, არც ქვეყნიდან არ გარბის და დნმ-იც ჩააბარა დღეს ნებაყოფლობით, რათა არ იყოს კითხვები მასთან დაკავშირებით”
თამარ აბესაძე, ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი
“ფორმულა”
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.