ბორჯომში, ლიკანის ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ 13 ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
არსებული ცნობით, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია