“მივიჩნევთ, რომ რეგიონებში ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა.
უდუმაშვილის თქმით, არჩევნებზე აქცენტი მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ უნდა გაკეთდეს.
„თბილისში ორი ოლქის დაკომლექტებას ველოდებით. თავიდანვე ვთქვით, რომ თბილისში მხოლოდ ორ ოლქზე გვექნებოდა პრეტენზია, დანარჩენი ექვსი ოლქი მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გადავეცით, რომ დაკომპლექტება მომხდარიყო.
რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ვთვლით, რომ ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ მაჟორიტარებზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი. დღეს უფრო მეტად პროპორიცული არჩევნები გვაქვს“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.