დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციის, „ტიკ-ტოკის“ გამოყენება აკრძალა. ტრამპი აღმასრულებელ განკარგულებას ხელს პირველ აგვისტოს მოაწერს.
აშშ-ის სპეცსამსახურების აზრით, ჩინური კომპანია „ბაითდენსის“ მფლობელობაში არსებული აპლიკაცია ჩინეთის მხრიდან შესაძლოა, ამერიკელების პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად ჯაშუშობისთვის იყოს გამოყენებული. ჩინური კომპანია ბრალდებებს უარყოფს.
„ტიკ-ტოკს“ აშშ-ში ყოველთვიურად 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.