aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რას ყვება გაბეჩავას მამის მეგობარი ჩვენებაში – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ანა გაბეჩავას მამის მეგობრები ე.წ. ნახალოვკელებს დიდუბეში შეხვდნენ და მომხდარის შესახებ ესაუბრნენ – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“ადგილზე დამხვდა ირაკლი რეხვიაშვილი – ჩემი მეგობარი, ასევე ანა გაბეჩავა და მისი მეგობრები, რომლებსაც არ ვიცნობ, მე ანას დაველაპარაკე და მან მითხრა, რომ მის დაბადების დღის წინა ღამით მოხდა ჩხუბი ახალგაზრდებს შორის და მათგან ერთ-ერთი ბიჭი, გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული, რის გამოც იბარებდნენ მცხეთის პოლიციაში, მე დავამშვიდე ანა და ვუთხარი, რომ რაც იცოდა ეთქვა სიმართლე, ასევე მცირედი გამოლაპარაკება მქონდა იქ შეკრებილ ბავშვებთან, რომლებიც, როგორც ვიცი იყვნენ ანას მეგობრები, მაგრამ მათი სახლები და გვარები ჩემთვის უცნობია, მათაც ასევე ვუთხარი, რომ თუ დაიბარებდნენ პოლიციაში ეთქვათ სიმართლე.

ასევე შევეცადე მათ დამშვიდებას, რომ პოლიცია იპოვიდა დაკარგულ ბიჭს და არ ენერვიულათ, სხვა სახის საუბარი მათთან არ მქონია, მითუმეტეს რაიმე სახის დაძაბულ საუბარს ადგილი აქ ჰქონია. ადგილზე დავყავი დაახლოებით 20 წუთი”, – ნათქვამია ანა გაბეჩავას მამის მეგობრის, სერგო ენდელაძის ჩვენებაში.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....