COVID-19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით მოლოდინი მთელ მსოფლიოში არსებობს და ამ შემთხვევაში ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში ინფიცირების ერთეული შემთხვევა ყოველთვის მოსალოდნელია.
ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, COVID-19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით მოლოდინი მთელ მსოფლიოში არსებობს და ამ შემთხვევაში ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ჩვენს ქვეყანაშიც ელოდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი როგორც სისტემის მზაობის, ასევე მოქალაქეებთან კოორდინაციის კუთხითაც, რადგან საზოგადოება მეტად დამყოლი იყოს სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში.