“ძალიან უნდა ეცადო, რომ იუსტიციის სახლებზე ილაპარაკო და ეს კაცი(ზურაბ ადეიშვილი) გადაკვრითაც არ ახსენო. მარა, არხსენებას ვინ დაეძებს, მთლად საკუთარ იდეად გამოაცხადე გიორგი ვაშაძე და არაა კარგი დასაწყისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცურვისთვის. არც შენი იდეაა და, მეტიც, არც შენი განხორცილება (ნუ რაღაც ნაწილში, კი ბატონო. მაგრამ ეგეთი “ნაწილი” მანდ მინიმუმ 5 კაცს ქონდა).”
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი
აღნიშნული განცხადებით გვარამიამ, “სტრატეგია აღმაშენებელის” დამფუძნებელს, გიორგი ვაშაძეს მიმართა.
გვარამიამ პირად გვერდზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ვიდეოც გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ „ძალა ერთობაშია“ დატოვა და ახალი კამპანია დაიწყო. გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან.