ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დევნა იყო, სიმართლე ვთქვათ, გამოვეკიდეთო, სამნი გაიქცნენ და გავეკიდეთო, შაქარაშვილი არ უნახავს” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ბაბუა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ბაბუა, გიორგი ხომასურიძე შაქარაშვილის დედას მიმართავს.

როგორც გიორგი ხომასურიძე აცხადებს, მისი შვილიშვილი ტრაგედიის ადგილას “შესარიგებლად წავიდა და არა საჩხუბრად”.

„დევნა იყო, სიმართლე ვთქვათ, გამოვეკიდეთო, სამნი გაიქცნენ და გავეკიდეთო, შაქარაშვილი არ უნახავს, ერთი ამირხანაშვილი ნახეს ბუჩქებში, ჩიქოვანმა უთხრა არ უჩხუბიაო ამას, ჩასვეს მანქანაში, წყალი შესთავაზეს, სიგარეტი შესთავაზეს, ჩამოიყავნეს დიდუბეში. 48 კაცი რომ შეიკრიბა მცხეთის, საგურამოს პოლიცია რას აკეთებდა. ჩემი შვილიშვილის ეკლესიურად მყავს გაზრდილი, მიტევება ვასწავლე. გასარჩევად წავიდა, შესარიგებლად და არა საჩხუბრად.

თამუნას რა ვუთხრა, როგორ უნდა მივიდე ჯერ, რანაირად, ქალი რა დღეშია, მე იმ ბიჭზე დღე და ღამე ვლოცულობ. ზეცაშია მისი შვილი, რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლო, მთავარია როგორ იცხოვრებ“, – აცხადებს გიორგი ხომასურიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....