ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წინაზე გაბედული ნაბიჯი გადადგა” – კელი დეგნანი რურუას შეწყალებაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ელჩი აცხადებს, საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, ზურაბიშვილმა წინა ჯერზე გაბედული ნაბიჯი გადადგა.

“პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ამ შეთანხმების თანახმად მხარეებმა დადეს პირობა, რომ არ იქნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ამ პირობას არ აქვს რაიმე კონკრეტულო ვადა” , – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას არ შეიწყალებს.

იტვირთბა....