aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“უახლოეს დღეებში ოლქების უმრავლესობაში მაჟორიტარების წარდგენა გვექნება” – გიგა ბოკერია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია ოლქების უმრავლესობაში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

“ვერანაირ რიცხვს წინასწარ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ უახლოეს დღეებში, რომ მაჟორიტარების წარდგენა გვექნება ოლქების უმრავლესობაში, ამას გიდასტურებთ” , -განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” მზადაა, რომ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ და აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ მოხერხდეს ინდივიდიალურ შემთხვევებში, თუნდაც ასიმეტრიულად შეთანხმებები ამა თუ იმ ოლქთან დაკავშირებით. კონკრეტულ მაგალითს იქამდე, ვიდრე ეს შეთანხმება არ არსებობს, ვერ დაგისახელებთ, რადგან ეს შეთანხმებას არასდროს ეხმარება. როგორც კი ეს შეთანხმება მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა, გეტყვით” , – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....