ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რა აზრი აქვს იმ კაცის მამას ვუპასუხო, ვინც ხელი დაადო თავიდან დანაშაულის მონაწილე პირებს და შემდგომ ჩვენება გადაატრიალა” – მირიან ნიკოლაძე

“რა აზრი აქვს იმ კაცის მამას ვუპასუხო, ვინც ხელი დაადო თავიდან დანაშაულის მონაწილე პირებს და შემდგომ თქვა, რომ არა, მე ეს არ მითქვამს, და გადაატრიალა ჩვენება, ნუ ახლა ყველა თავს იცავს და არავის უნდა რომ მკვლელობა დაუდასტურდეს, ეს არის თავდაცვის მექანიზმი.”

მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფება ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს მამაც, რომელმაც  გიორგი შაქარაშვილის ბიძა ძალოვან უწყებებთან გარიგებაში და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....