მთავარი ციტატა

“ბოკერია-ხაზარაძე და სხვები მიშას პოლიტდევნილობის შეწყვეტას და სავარაუდო გაპრემიერებას ხელს მოაწერენ?” – ჩარკვიანი

“მეგობრებო კითხვა ასეთია: არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ხაზარაძის, ბესელიას, ბოკერიას, ბურჯანაძის, ელისაშვილის, “ქართული ოცნება” და სხვ პარტიები, (აი მე რომ ფსევდოს ვეძახი) მიხეილ სააკაშვილის პოლიტდევნილობის შეწყვეტას და სავარაუდო გაპრემიერებას ან რომელიმეს აქედან ხელს მოაწერენ? (მე როცა ამ ლეგიტიმურ კითხვას ვსვამ, ვეყრდნობი ამ პარტიების ლიდერების მიერ, რამდენიმე კვირის და დღეების წინ გაკეთებულ განცხადებებს) რაც იმაზე მოწმობს, რომ ხელს არ მოაწერენ! მე პასუხი გავეცი ჩემივე დასმულ კითხვას, თქვენი აზრი მაინტერესებს.”

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი და პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთი დამფუძნებელი 

ამის შესახებ ჩარკვიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. 

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” დატოვეს და პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნეს.ვაშაძემ გუშინ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ დარწმუნებულია პრემიერი გახდება.

იტვირთბა....