“თქვენ, ბატონო კუბილიუს, იყენებთ რა ევროპარლამენტარის მაღალ სტატუსს, ფაქტობრივად აშანტაჟებთ ქართულ საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, როდესაც დაჟინებით მოითხოვთ, „პოლიტპატიმრების“ (სინამდვილეში სისხლის სამართლის დამნაშევეების) გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ჟორიკა რურუას განთავისუფლებას. გვემუქრებით რა, ევროპის ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ამ საერთო საკაცობრიო უბედურების, პანდემიის ჟამს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარების შეჩერებით?!”
გოგა ხაინდრავა – რეჟისორი
ხაინდრავას მიმართვის წერილში ნათქვამია, რომ კუბილიუსი „პოლიტპატიმრებად“ რაცხავს სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებსაც საქართველოში უმძიმეს კრიმინალურ დანაშაულებში მიუძღვით ბრალი.