ამერიკასთან ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი როგორც არასდროს ისეა გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
„ამის დამამტკიცებელია ყველა ის განცხადება, რომელსაც ჩვენ ოფიციალური წყაროებიდან ვისმენთ. ასევე ის გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც როგორც საქართველოს, ისე ამერიკის ხელისუფლება აკეთებს. მჭიდრო თანამშრომლობაა ბევრი მიმართულებით , როგორც ეკონომიკირი, ისე პოლიტიკური კუთხით. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.