ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ხულოს საკრებულოში, კერძოდ, ხულოს მერის კაბინეტში. “ქართული ოცნების” მიერ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტატი დეპუტატების კანდიდატად დასახელებული ანზორ ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მოახლოებულ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ანზორ ბოლქვაძის დასახელებას მოჰყვა.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ჯორბენაძე აცხადებს, რომ აბაშიძესა და ბოლქვაძეს შორის დაპირისპირება, 30 ივლისს, ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნაზე დაიწყო. ოპოზიციისწარმომადგენლების ინფორმაციით, თამაზ აბაშიძე მძიმედაა ნაცემი, ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
ცნობისათვის, ანზორ ბოლქვაძე “ქართულმა ოცნებამ” ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წელს კი ის “ოცნების” რიგებს შეუერთდა.