ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სადაა რიყეზე ცემის კვალი? სისხლს რომ თავი დავანებოთ, ბუჩქებზეც კი არაა შენახები” – კილაძე შაქარაშვილის საქმეზე

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გიორგი შაქარაშვილი რიყიან დაბლობზე სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს. თუმცა, მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ცემის კვალი არ არის. ამის შესახებ მან “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.

“დავუბრუნდეთ შაქარას მკვლელობას:
დაღმართის აღმოჩენის და მასზე ღამე ჩარბენის ვერსია სრულად ამოვწურეთ, მათ შორის ნიკა გვარამიას პირადი ექსპერიმენტით.
დავუშვათ 1%, რომ ფაბულა ისეთია რასაც გამოძიება და ქოცვაჭარი ბიძა გვთავაზობს.
ყველამ ვნახეთ, რომ დაღმართის მერე, 30 მეტრი რიყიანი დაბლობია, სადაც მათივე ვერსიით, შაქარა სცემეს და წყალში ჩააგდეს.
სადაა რიყეზე ცემის კვალი?
სისხლს რომ თავი დავანებოთ, ბუჩქებიც კი არაა შენახები, არც ბალახია გათელილი. ასე პიწკად დადიოდნენ?
და ჩანთას რა ვუყოთ?
ჩხუბის დროს მოხსნილ და ხიდის საყრდენ ბოძზე შემოდებულ ჩანთას?!” – წერს კილაძე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს.  საქმეზე 17 პირია დაკავებული.

იტვირთბა....